მთავარიCOVID-19WHO - კორონავირუსის ახალი B.1.1.529 ვარიანტი სხვადასხვა მუტაციას განიცდის

WHO – კორონავირუსის ახალი B.1.1.529 ვარიანტი სხვადასხვა მუტაციას განიცდის

ის, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ვიცით, არის, რომ სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის და შეშფოთებას იწვევს, რომ როდესაც ამდენი მუტაციაა, ამან შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ვირუსის შემდგომ ქცევაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მეცნიერები ერთად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გაარკვიონ, სად არის ეს მუტაციები და რას შეიძლება ნიშნავდეს პოტენციურად არსებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისთვის, ვაქცინებისთვის.

„რამდენიმე კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ზეგავლენა აქვს ამ ვარიანტს. შემდგომ გადავწყვეტთ, მას საინტერესო თუ შემაშფოთებელი ვარიანტის კლასიფიკაცია მივანიჭოთ“,- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი შანსია, მან ცვლილება განიცადოს.

„ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება, რომ ის შეიცვალოს, მეტი მუტაცია ვიხილოთ“, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი როლი შეასრულოთ ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

„აიცერით, როცა შეძლებთ. მიიღეთ ზომები, ვირუსისგან თავის დასაცავად და ხელი შეუშალეთ ვირუსის სხვებისთვის გადაცემას“, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტი აღმოაჩინეს. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend