მთავარიევროპაიტალიაუფიცის გალერეაში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გამოფენა გაიმართა

უფიცის გალერეაში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გამოფენა გაიმართა

ბაროკოს ეპოქის უდიდესმა მოქანდაკემ ჯოვანი ლორენცო ბერნინიმ თავის სატრფოს კონსტანცას ოთხი საუკუნის წინ ბიუსტი მიუძღვნა. თუმცა, ნამუშევრის შექმნიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბერნინიმ იგი ეჭვიანობის გამო მოკლა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად უფიცის მუზეუმში გაიმართა გამოფენა, აქ ქალებზე ძალადობის ისტორია ქანდაკებებითა და ნახატებითაა გადმოცემული.

„გამოფენაზე მოთხრობილია ამბები, რომლებსაც, როგორც წესი, გაზეთებიდან, რადიოდან ან ტელევიზორიდან ვიგებთ. აქ შეიგრძნობთ ქალების განსაკუთრებულ მშვენიერებასა და ენერგიას, თუმცა, ამავდროულად,  ნახავთ, როგორ ესხმოდნენ ამ ქალებს და შეურაცხყოფდნენ  მათ ღირსებას“, – ამბობს უფიცის მუზეუმის დირექტორი ეიკ შმიდტი.

მეჩვიდმეტე საუკუნეში დანას იყენებდნენ, ახლა ეს იარაღი მჟავით შეიცვალა. თუმცა სამიზნე იგივეა – ქალის სახე, იდენტობა და თავისუფლება.

ბერნინიმ კონსტანცა ცალმხრივი სიყვარულის გამო მოკლა. მან ეს ერთ-ერთ მსახურს დაავალა. ოთხი საუკუნე გავიდა და ბევრი არაფერი შეცვლილა. კაცები ქალების სხეულს თავიანთ საკუთრებად აღიქვამენ.

„ეს ისტორია არის მოთხრობილი როგორც ბერნინის დიდი სიყვარულის ამბავი. ის აზრი, რომ დიდ სიყვარულს ძალადობა მოჰყვება, უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმად არის გამჯდარი პატრიარქალური მსოფლმხედველობა“, – ამბობს ელენა ბარალი, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის პრეზიდენტი.

იტალიაში არსებულ 103 თავშესაფარში წელიწადში იმ ოცი ათასზე მეტ ქალს ეხმარებიან, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ცენტრებში მათ ხელს უწყობენ, დამოუკიდებელი ცხოვრება თავიდან დაიწყონ.

„ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რომ ცხოვრობ ძალადობრივ გარემოში. ხანდახან რთულია ამოიცნო ძალადობა. შეიძლება იფიქრო, რომ ბუნებრივია, როდესაც მუდმივი კონტროლის ქვეშ ხარ და არ გაქვს უფლება, გასართობად მარტო წახვიდე“, – ამბობს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი პეტრა ფილისტრუჩი.

კონსტანცას მკვლელობიდან ოთხი საუკუნე გავიდა, მაგრამ პატრიარქალური აზროვნების გამო მამაკაცები ჯერ კიდევ ძალადობენ ქალებზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend