მთავარიმსოფლიოევროპაპოლონეთ-ბელარუსის საზღვართან დაღუპული მამაკაცი დაკრძალეს

პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან დაღუპული მამაკაცი დაკრძალეს

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისს მრავალი ადამიანი ეწირება.

37 წლის მამაკაცი დაკრძალეს – მისი ცხედარი იქვე, ტყეში, იპოვეს, სავარაუდოდ, იგი შიმშილისა და სიცივისგან გარდაიცვალა.

აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ევროკავშირმა გეგმავს შეაჩეროს ყველა, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობას უწყობს ხელს.

“ჩვენ მზად ვართ, გავუმკაცროთ სანქციები მათ,  ვინც ამ კრიზისში მონაწილეობს: ეს სანქციები შეეხება ავიახაზებს, აეროპორტებს, ტურისტულ ოფისებს და სხვა ორგანიზაციებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მიგრანტთა შემოსვლა კი არა, ადამიანებზე ზრუნვაა. ჩვენ უნდა გავუწიოთ მათ ჰუმანიტარული დახმარება“, – ამბობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

იმავდროულად, ვიშეგრადის ჯგუფის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს, ბელარუსის მთავრობა კი დაადანაშაულეს, რომ მას მიგრანტები საზღვარზე გადაჰყავდა. თუმცა უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირის პოლიტიკას გარკვეული ხარვეზები აქვს.

„ის მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელს უწყობს ინტეგრაციის პროგრამებს და ა.შ. მარტო ერთ რამეში არ გასცემს ფულს, ეს არის საზღვრის დაცვა. უნგრეთს  კვლავ ის პოზიცია აქვს, რომ ევროკავშირმა უნდა გადაიხადოს ევროპის საზღვრების დაცვის ხარჯები“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. მიგრანტები კვლავ ცდილობენ პოლონეთში გადასვლას, ისინი მესაზღვრეებს ქვებს უშენენ.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. მიგრანტები კვლავ ცდილობენ პოლონეთში გადასვლას, ისინი მესაზღვრეებს ქვებს უშენენ.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend