მთავარისაქართველოპირველი დეკემბრიდან რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ

პირველი დეკემბრიდან რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.

„რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს“, – განაცხადა მან.

აქამდე რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend