მთავარიამერიკააშშგრემის 2022 წლის დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია

გრემის 2022 წლის დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია

გრემის 2022 წლის დაჯილდოების ნომინანტების ვინაობა ცნობილია. ყველაზე მეტი ნომინაცია მუსიკოს ჯონ ბატისტს ერგო. ნომინანტებს შორის ასევე არიან ჯასტინ ბიბერი, დოჯა ქეთი, ბილი აილიში, ოლივია როდრიგო, ვიქენდი, კანიე ვესტი და სხვა ცნობილი არტისტები. გრემის რიგით 64-ე ცერემონია 2022 წლის 31 იანვარს გაიმართება.

მუსიკოსმა ჯონ ბატისტმა ყველა გააკვირვა როდესაც გრემის 64-ე დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღო. ბატისტმა შარშან ოსკარის ჯილდოც დაიმსახურა ანიმაციური ფილმის „სოულის“ მუსიკალური გაფორმებისთვის.

ნომინანტებს შორის ცნობილი მომღერალი ჯასტინ ბიბერიც მოხვდა. ბიბერი ნომინირებულია მისი ახალი სიმღერისთვის Peaches, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტიკტოკის მობილურ აპლიკაციაზე.

არანაკლებ პოპულარული იყო ახალგაზრდებს შორის მუსიკოსი დოჯა ქეთის სიმღერა Kiss Me More, რომელიც ასევე ნომინირებულია გრემის წლის სიმღერის კატეგორიაში.

საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში იბრძოლებს მუსიკოს ოლივია როდრიგოს სიმღერა driver’s license-იც. ოლივია როდრიგოს მაყურებელი დისნეის არხიდან იცნობს. წელს შედგა მისი მუსიკალური დებიუტიც, რის შემდეგაც მან საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაც მიიღო.

საუკეთესო კომპოზიციის კატეგორიაში დასახელდა ლეგენდარული შვედური ჯგუფი „აბაც“. 40 წლიანი პაუზის შემდეგ ბენდმა ახალი ალბომი Voyage გამოუშვა.

საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში იბრძოლებს ჯგუფი სილქ სონიკი, მათი კომპოზიციით Leave The Door Open. ბენდში ცნობილი მუსიკოსები ბრუნო მარსი და ანდერსონ პააკი მღერიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend