მთავარიმსოფლიოევროპადიდ ბრიტანეთში კოვიდისგან დამცავი ხსნარი დამტკიცების შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიყიდება

დიდ ბრიტანეთში კოვიდისგან დამცავი ხსნარი დამტკიცების შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიყიდება

ჰოლანდიელი კოვიდინფიცირებული პაციენტები სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ, ამის მიზეზი ქვეყანაში გადატვირთული ჰოსპიტლებია.

კოვიდსტატისტიკა უარესდება ჩეხეთშიც. გადატვირთული საავადმყოფოები, ექიმების სიმცირის გამო კოვიდთან ბრძოლაში სამხედრო პერსონალიც ჩაერთო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სოციალურ ქსელ ტვიტერში საგანგებო განცხადებებს აქვეყნებს და მსოფლიოს მოსახლეობას მოსალოდნელი ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ 2022 წლის მარტისთვის კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 მილიონამდე გაიზრდება.

„დღეს #COVID19-ის მდგომარეობა ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ უიმედოდ არ უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ჩვენგანს – მთავრობას, ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და კონკრეტულ ადამიანებს – შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის“, – წერს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე ტვიტერზე.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ გერმანელთა უმეტესობა იქნება ვაქცინირებული და განკურნებული, ან გარდაცვლილი. ვირუსი ისევ გავრცელდა ქვეყანაში, ვარაუდონებენ, რომ ეს მდგომარეობა ზამთრის ბოლომდე გაგრძელდება.

ორშაბათს ავსტრიაში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. იგი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიიდან ორი წლის შემდეგ მკაცრი ზომები მიიღო.

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, რომ კოვიდთან საბრძოლველად ცხვირში შესასხურებელი ხსნარის გამოყენება დაუშვას. ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ცდები მიმდინარეობს. ოქსფორდის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ხსნარი მოსახლეობას კოვიდით ინფიცირებისგან დაიცავს და იგი აფთიაქში ურეცეპტოდ გაიცემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend