მთავარიმსოფლიოThe Great - სერიალი რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორეს შესახებ

The Great – სერიალი რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორეს შესახებ

ისტორიული ჟანრის სერიალების მოყვარულებს სასიამოვნო სიახლე ელით. ტელეეკრანებზე გამოვიდა სერიალ The Great-ის მეორე სეზონი. სერიალში მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის რუსეთის იმპერიაში ხდება. The Great-ის მთავარი პერსონაჟი იმპერატორი ეკატერინე მეორეა, რომელიც სამეფო ტახტზე მის ქმარს პეტრე მესამეს ჩაანაცვლებს. ეკატერინეს როლს ცნობილი მსახიობი ელ ფანინგი ასრულებს.

„საკვები, რომელსაც სხვადასხვა სცენაში ვჭამდით, არის ისეთი როგორიც იმ პერიოდში იყო. როცა ამზადებდნენ საჭმელს არ ითვალისწინებდნენ მოგვეწონება ის თუ არა. მზარეულები მიყვებოდნენ იმ დროინდელ რეცეპტებს. ისინი ამზადებდნენ საქონლის ღვიძლსა და გულს როზმარინით. შემდეგ ამ ყველაფრის ჭამა გვიწევდა“, – ამბობს მსახიობი ელ ფენინგი.

ეკატერინე მეორეს მმართველობის პერიოდში რუსეთის იმპერიის ოქროს ხანა დაიწყო. სერიალში ასევე ნაჩვენებია თუ როგორ დაარსა ეკატერინემ სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი – ევროპაში პირველი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო ცენტრი ქალებისთვის. The Great-ის მეორე სეზონის ნახვა მაყურებლებს „ჰულუს“ სტრიმინგ პლატფორმაზე შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend