მთავარიამერიკააშშ"ბრეიკდანსი" და ოპერა

“ბრეიკდანსი” და ოპერა

იაკუბ ორლინსკი „ბრეიკდანსის“ მოცეკვავეა, თუმცა ეს მისი ერთადერთი გატაცება არ არის. იგი ამავდროულად ოპერის მომღერალიცაა. 23 ნოემბერს ნიუ-იორკის პრესტიჟულ მეტროპოლიტენის ოპერაში ახალგაზრდა კომპოზიტორის მეთიუ ოკონის მიერ შექმნილი „ევრიდიკეს“ პრემიერა ჩატარდება. სწორედ ამ ოპერაზე გაიმართება ორლინსკის დებიუტი.

„18 წლის რომ ვიყავი მივხდი რომ ბრეიკდანსი აერთიანებდა ყველაფერს რაც მომწონდა. ეს არის მუსიკა, ფიზიკური აქტივობა და აკრობატიკა. ვფიქრობ, რომ ეს ცეკვა ხელოვნებაა. ვცდილობ, მქონდეს  მრავალმხრივი ინტერესები. ცეკვასა და ოპერის მომღერლობას აქვთ გადაკვეთის წერტილები. ორივე შემთხვევაში მთლიანად უნდა შეიგრძნობდე შენს სხეულს“, – მიიჩნევს ოპერის მომღერალი იაკუბ ორლინსკი.

იაკუბი პოლონელია. იგი მღერის კონტრტენორში – ვოკალის მაღალ რეგისტრში, რომელშიც ქალები მღერიან. ოპერის მომღერლობისა და ბრეიკდანსის გარდა, მას ცნობილი ბრენდების „ნაიკისა“ და „ლევისის“ მოდელადაც უმუშავია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend