მთავარიკუბიკიბერშეტევების მთავარი სამიზნე გასულ წელს ვაქცინებზე მომუშავე ორგანიზაციები იყო

კიბერშეტევების მთავარი სამიზნე გასულ წელს ვაქცინებზე მომუშავე ორგანიზაციები იყო

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის სექტემრის ჩათვლით მათ კიბერთავდასხმის 777 ინციდენტზე იმუშავეს. კიბერუსაფრთხოების ცენტრის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის ელექტრონული დაცვა ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო.

მათივე თქმით, კიბერშეტევების აღმოჩენილი შემთხვევებიდან ყოველი მეხუთე დაკავშირებული იყო საავადმყოფოებთან, სხვადასხვა კვლევით ცენტრთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ. კიბერსპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჰაკერები ცდილობდნენ, შეეღწიათ ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერულ სისტემაში. სწორედ ამ უნივერსიტეტში  შეიქმნა ვაქცინა „ასტრაზენეკა“.

კიბერთუსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, მათ  ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული 3 მილიონამდე თანამშრომლისთვის უფრო მეტად უზრუნველყვეს ქსელის დაცვა. კიბერსპეციალისტების აზრით, ინციდენტების დიდი ნაწილი მტრულად განწყობილ სახელმიწფოებთან, რუსეთთან და ჩინეთთან, იყო დაკავშირებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend