მთავარიdraft geoფერნანდო ალონსოს პოდიუმი 7-წლიანი პაუზის შემდეგ

ფერნანდო ალონსოს პოდიუმი 7-წლიანი პაუზის შემდეგ

ყატარის გრანპრი ლუის ჰემილტონის გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი იფანტინო და დევიდ ბექჰემი ესწრებოდნენ. 1 წლის შემდეგ ყატარში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.

ყატარის გრანპრიზე მეორე ადგილი მაქს ვერსტაპენმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი 40 წლის ფერნანდო ალონსო გავიდა. ესპანელმა პილოტმა პოდიუმზე ადგილი 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაიკავა.

სეზონის დასრულებამდე ორი გრანპრია დარჩენილი, საერთო ჩათვლაში კი ვერსტაპენი ჰემილტონს 8 ქულით უსწრებს. საუდის არაბეთის გრანპრი 5 დეკემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend