მთავარი საქართველო კარლ ჰარცელი - კამათიდან შესაფერის მოქმედებაზე გადასვლის დროა

კარლ ჰარცელი – კამათიდან შესაფერის მოქმედებაზე გადასვლის დროა

მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას სახალხო დამცველის მუშაობის მიმართ, მათ შორის მის როლზე ზედამხედველობა გაუწიოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას და დაიცვას მისი უფლებები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების განხორციელება, რომლებიც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კეთდება.

„ის, რაც ჩვენ გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთი შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ორიენტირება,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ჩიხიდან და კამათიდან მოქმედებებზე გადასვლის დროა.

„რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მიმაჩნია, რომ ჩიხიდან და კამათიდან შესაფერის მოქმედებაზე გადასვლის დროა, რათა, ამ გზით, მოგვარდეს სიტუაცია,“- აღნიშნა ელჩმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend