მთავარიმსოფლიორუსეთი დასავლეთის ბრალდებებს კოსმოსში გამოცდილი იარაღის საფრთხესთან დაკავშირებით უარყოფს

რუსეთი დასავლეთის ბრალდებებს კოსმოსში გამოცდილი იარაღის საფრთხესთან დაკავშირებით უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ქვეყანამ გამოსცადა იარაღი, რომლის სამიზნე იყო მწყობრიდან გამოსული ძველი თანამგზავრი. სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ამის შედეგად წარმოშობილი ნარჩენები არ წარმოადგენს საფრთხეს კოსმოსური სადგურებისთვის, ხომალდებისა და კოსმოსში საქმიანობისთვის.

„იმის განცხადება, რომ რუსეთის ფედერაცია ქმნის რისკებს, როდესაც სივრცეს მხოლოდ ძველი თანამგზავრის გასანადგურებლად იყენებს, სულ მცირე, ფარისევლობაა. არ არსებობს ფაქტები”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

აშშ-ისა და საფრანგეთის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად წარმოიქმნა ნარჩენების ღრუბელი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს

ნატომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ქმედებასთან დაკავშირებით, მათი თქმით, ამან შესაძლოა, სხვა ქვეყნები წაახალისოს და მსგავსი ოპერაციები არაერთხელ განმეორდეს.

”რა თქმა უნდა, როდესაც რუსეთი ახალ იარაღს გამოცდის, ის ასევე ამოწმებს, რამდენად შეუძლია თანამგზავრების განადგურება, ამით წარმოიქმნება ბევრი სახიფათო ნამსხვრევი, ეს კი ძალიან საშიშია, რადგან ნამსხვრევები რეალურად წარმოადგენს ძალიან დიდ რისკს. მაგრამ ეს სხვა მხრივაც არის შემაშფოთებელი, რადგან ცხადყოფს, რომ რუსეთი ავითარებს იარაღების  ახალ სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ თანამგზავრების ჩამოგდება და დედამიწის ინფრასტრუქტურის განადგურება“, –  აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

რუსეთის სამხედრო წყაროებმა განაცხადეს, რომ ამ ოპერაციის მიზანი  თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა და რომ შეერთებულმა შტატებმაც, ჩინეთმაც და ინდოეთმაც ჩაატარეს მსგავსი ოპერაციები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend