მთავარიამერიკააშშდაბრუნება ჰოგვორტსში

დაბრუნება ჰოგვორტსში

პოტერჰედებს სანუკვარი ოცნება აუხდათ – პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ რეჟისორი კრის კოლომბუსი „ჰარი პოტერის“ საიუბილეო ეპიზოდს გადაიღებს.

ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნება ლეგენდარულ ტრიოს — დენიელ რედკლიფს, რუპერტ გრინტსა და ემა უოტსონს — ასევე ფილმების სერიაში მონაწილე სხვა მსახიობებს გააერთიანებს.

გადაცემის პრემიერა ახალ წელს, 2022 წლის პირველ იანვარს შედგება HBO Max-ზე. მასში მსახიობები და გადამღები ჯგუფი ფილმების შექმნის ჯადოსნურ ისტორიას” მოჰყვებიან.

ჰოგვორტსში დაბრუნებაში ასევე გამოჩნდებიან ჰელენა ბონემ კარტერი რობი კოლტრეინი რეიფ ფაინზი  გარი ოლდმანი, ტომ ფელტონი  და სხვები.

მანამდე კი, სანამ მონატრებულ პერსონაჟებს ეკრანზე ისევ ვიხილავდეთ, ნოემბრის ბოლოს ოთხნაწილიანი გადაცემა დაიწყება — ჰარი პოტერი: ჰოგვორტსის კლუბების ტურნირი — რომელსაც ჰელენ მირენი გაუძღვება. ვიქტორინის ფორმატის გადაცემაში პოტერიადის ფანები ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. პროგრამაში ასევე გამოჩნდებიან მსახიობები ჰარი პოტერიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend