ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „არ მოგაკვლევინებთ” გამართეს. მათ ხელში აღნიშნული წარწერის მქონე ბანერები ეჭირათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ჯგუფში 4000-მდე ადამიანია გაწევრიანებული, რომელთა მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაა.
ალეკო გვეტაძე