მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი-დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს

სალომე ზურაბიშვილი-დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს

საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს, ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოებაში მეტ გაუგებრობას, დაძაბულობასა და გაღიზიანებას იწვევს.

„არ შეიძლება, ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციისა და მოზომილი კომენტარების ნაცვლად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას. ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნეს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნეს ყველა შესაძლო პროვოკაცია აცილებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend