მზეჭაბუკ მახარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ინდივიდუალურ კუმიტეში + 80 კგ. წონით კატეგორიაში.
13-14 ნოემბერს სერბეთის ქალაქ ზრენიანინში გაიმართა 28-ე მსოფლიო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც 30 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.
მზეჭაბუკ მახარაძე მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია, ასევე მოგებული აქვს მრავალი საერთაშორისო ტურნირი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით მონაწილეობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-მდე მედალი.