მთავარისაქართველო„დიდუბის“ მეტროსთან შეკრებილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს

„დიდუბის“ მეტროსთან შეკრებილმა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს

„დიდუბის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან შეკრებილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ : “მიშა! მიშა!”.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ისინი ასე მის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქვთ მიტანილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ადგილზე ათეულობით პოლიციელია მობოლიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend