მთავარიმსოფლიოგლაზგოში გრძელდება კლიმატის კონფერენცია COP26

გლაზგოში გრძელდება კლიმატის კონფერენცია COP26

იმ დაპირებებმა, რომლებიც მსოფლიო ლიდერებმა და სხვებმა  COP26 კლიმატის კონფერენციაზე გასცეს, გლობალური დათბობა შესაძლოა რამდენიმე მეათედი გრადუსით შეამციროს, თუმცა ეს ახლოსაც არ არის 1.5 გრადუსთან, რომელიც თავიდან აგვარიდებს კლიმატის ცვლილების საშიშ შედეგებს.

ამ ინფორმაციას მეცნიერთა დამოუკიდებელი ჯგუფი ავრცელებს. ისინი აცხადებენ, რომ ამ ტემპით საუკუნის ბოლოს დედამიწაზე ტემპერატურა 2.4 გრადუსით მოიმატებს.

კლიმატის ექსპერტი ნიკლას ჰონე ამბობს, რომ თუკი ქვეყნები 2030 წლისთვის შეასრულებენ იმ გეგმას, რომელიც წარმოადგინეს,  2-ჯერ უფრო მეტად გაიზრდება მავნე აირების გამოფრქვევა. მისი აზრით, თითოეული ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს საკითხს და გადახედოს, დამატებით რისი გაკეთება შეიძლება არა 2050, 60 ან 70, არამედ 2030 წლისთვის.

მეცნიერები აფრთხილებენ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ თუ ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, გაუსაძლისი სიცხეები და ტენიანობა მილიარდობოთ ადამიანზე იქონიებს გავლენას.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დაპირებებსა და პროგნოზებს შორის უფსკრულს კიდევ უფრო ზრდის ნახშირისა და ბუნებრივი აირის წარმოება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend