მთავარიმსოფლიოCOP 26 - ის სამიტის შესაძლო შედეგები

COP 26 – ის სამიტის შესაძლო შედეგები

COP 26 – ის სამიტზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების მიერ საჯაროდ დადებულმა პირობებმა მხოლოდ რამდენიმე მეათედი გრადუსით შეამცირა სამომავლო დათბობა. თუმცა ეს კვლავ არ არის საკმარისი, რომ დათბობა 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.

მეცნიერთა დამოუკიდებელი კომისიის დასკვნით მსოფლიოში ტემპერატურის მატება საუკუნის ბოლომდე 2 მთელ 5 მეათედ გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

“თუ სახელმწიფოები შეასრულებენ მათ მიერ 2030 წლამდე აღებულ ვალდებულებებს, ეს მაინც არ იქნება საკმარისი. საჭიროა, ეს ვალდებულებები გაორმაგდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა მოვახერხოთ, დათბობის 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა. მაგრამ აქამდე ძალიან ბევრი გვაკლია. ეს ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ხელახლა უნდა დაფიქრდეს, რამდენად მეტის გაკეთებას შეძლებენ 2030 წლისთვის და არა, 2050, 2060 ან 2070 წლისთვის“, – ამბობს გარემოს მკვლევარი ნიკლას ჰონე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, თუ პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით გლობალური ტემპერატურის მატება 2 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, მილიარდობით ადამიანი დადგება ფატალური სიცხისა და ტენიანობის საფრთხის ქვეშ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend