მთავარი მსოფლიო კავკასია მთიანი ყარაბაღის მეორე ომიდან ერთი წელი გავიდა

მთიანი ყარაბაღის მეორე ომიდან ერთი წელი გავიდა

აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებიდან ერთი წლისთავი იზეიმეს.

44 დღიანი კონფლიქტისას ბაქომ ერევანთან სადაო ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა, სამხედრო მოქმედებების შედეგად კი 6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის უმეტეს ნაწილს სომხური მხარე 1994 წელს მოპოვებული გამარჯვების შედეგად აკონტროლებდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობას მიმართა, მან განაცხადა, რომ თუკი სომხური მხარე რევანშს გადაწყვეტს, ბაქო მუდამ მზად იქნება პასუხისათვის.

„ჩვენ თავმოყვარეობა დავიბრუნეთ. ჩვენ გამარჯვებული ერი და სახელმწიფო ვიქნებით სამუდამოდ. ჩვენ ყარაბაღსა და ზანზიგურში სამუდამოდ ვიქნებით. თუ ვინმე სომხეთში ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედებს და მათ რევანში მოუნდებათ, ისინი ჩვენს მუშტს იგემებენ. ჩვენ მუდამ მზად ვართ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ომში მოპოვებული გამარჯვების საზეიმოდ აზერბაიჯანის დედაქალაქში აღლუმი გაიმართა, მონაწილეებს მთიანი ყარაბაღის მეორე ომში ანკარას როლის გათვალისწინებით, პატივისცემის ნიშნად თურქეთის დროშები ეჭირათ ხელში. ქალაქ შუშაში მდებარე მეჩეთში კი ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად რელიგიური ცერემონია გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

ყარაბაღიყარაბაღი

Send this to a friend