მთავარი საქართველო ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 6021-ით გაიზარდა.

ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია. რეგიონებიდან კი კოვიდ19 ყველაზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა, იმერეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში.

ამ დროისთვის კოვიდ19-ის აქტიური შემთხვევა 53 600-მდე ადამიანს უდასტურდება, რომელთაგან 7000-მდე პაციენტი საავადმყოფოებში მკურნალობს, დანარჩენი კი სახლის პირობებში. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის დამარცხება 3 800-მდე ადამიანმა შეძლო.

უახლესი

სხვა ამბები

00:00:00
Send this to a friend