მთავარიმსოფლიოევროპაევროპა კვლავ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია

ევროპა კვლავ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია

გერმანიაში შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამის მიზეზებზე საუბრობენ.

ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ჯამში ევროპაში 78 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილსა და აფრიკის რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობას ბევრად აღემატება. ჰანს კლუგეს შეფასებით, ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრია.

ჩნდება კითხვა, რატომ იზრდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ინფიცირების შემთხვევები? ჰანს კლუგე განმარტავს, რომ ამას  2 მიზეზი აქვს. პირველი ვაქცინაციის პროგრამების ტემპია, მეორე კი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაა.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ხორვატიაში, ცდილობენ, დააჩქარონ ვაქცინაციის ტემპი, რათა შემცირდეს გავრცელების მაჩვენებელი.

სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ავსტრიაში, აუცრელი პირებისთვის უფრო გამკაცრდება შეზღუდვები. რესტორნებსა თუ  სილამაზის სალონებში  მხოლოდ იმ ადამიანებს შეუშვებენ, რომლებიც აცრილები არიან ან კოვიდი აქვთ გადატანილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend