მთავარისაქართველოქუთაისიდან ვენისა და ბერლინის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდა

ქუთაისიდან ვენისა და ბერლინის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდა

2 ნოემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან განაახლდა პირდაპირი რეგულარული რეისები ვენისა და ბერლინის მიმართულებით.

ავსტრიაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს ევროპული და ამერიკული ვაქცინების გარდა, ჩინური ვაქცინითაც შეუძლიათ. მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ:

  1. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი)
  2. ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm,Sinovac).

გერმანიიის ტერიტორიაზე დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი. (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J). ვაქცინაციის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend