მთავარიევროპაუკრაინაკიევში აუცრელებს საზოგადოებრივი ტრასპორტითა და საჯარო სივრცეებით სარგებლობა შეეზღუდათ

კიევში აუცრელებს საზოგადოებრივი ტრასპორტითა და საჯარო სივრცეებით სარგებლობა შეეზღუდათ

კიევში მცხოვრებნი, რომლებსაც აცრა არ აქვთ გაკეთებული, ვეღარ შეძლებენ სამსახურში მისვლას ტრანსპორტით, ვერც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შევლენ, თუ კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.

“ეს ხალხს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ართმევს,  არავაქცინირებულებს მუშაობაც ეკრძალებათ, ეს არასწორია”.

“აცრილ ადამიანებს არანაირი პრობლემა არ აქვთ. ვინც არ არის აცრილი, სახლში დარჩეს“. – ამბობენ მოქალაქეები.

რესტორნები, სასტუმროები და ფიტნესცენტრები მუშაობას გააგრძელებენ, თუ პერსონალის 100% იქნება აცრილი, ან ყოველდღიურად ტესტის უარყოფით პასუხის წარადგენენ.

„ბიზნესმა ძალიან კარგი გადაწყვეტილება  მიიღო. როდესაც ყველაფერი დაიკეტა,  ძალიან გაგვიჭირდა. არავის არაფერი ესმოდა, არავინ იცოდა, როგორ უნდა ემუშავა. ახლა უფრო ადვილია“, – ამბობს ბიზნესის ერთ-ერთი მფლობელი.

უკრაინა ევროპის სხვა ქვეყნებს ვაქცინაციის ტემპით ჩამორჩება. ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 17%-ია სრულად აცრილი.

ორშაბათს უკრაინაში კორონავირუსის 13 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 72 ათასზე მეტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend