მსოფლიო ლიდერები და დელეგატები გლაზგოში, COP26-ის სამიტზე ორსართულიანი ელექტროავტობუსით ჩავიდნენ.
სამიტის პირველივე დღეს აღნიშნეს, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გლობალური დათბობის შეჩერების უკანასკნელი იმედია.
შეხვედრას დედოფალი ელისაბედი პირადად უნდა დასწრებოდა, თუმცა მას დასვენება ურჩიეს.
მიუხედავად ამისა, მან ვიდეოჩანაწერის საშუალებით მოუწოდა ლიდერებს, იზრუნონ მომავალ თაობებზე და ერთად იმუშაონ “უფრო სტაბილური მომავლის” შესაქმნელად.
”მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა. განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდების ენთუზიაზმით, ისინი მოუწოდებენ ყველას, შეასრულონ თავიანთი როლი ამ პროცესის აღმოფხვრაში. უახლოეს დღეებში მსოფლიოს ექნება შანსი, შეუერთდეს საერთო მიზანს, შექმნას უფრო უსაფრთხო, სტაბილური მომავალი ჩვენი ხალხისა და პლანეტისთვის, რომელზედაც ჩვენ ვართ დამოკიდებული“, – ამბობს ვიდეომიმართვაში ელისაბედ მეორემ.
სწორედ ეს ახალგაზრდები აგრძელებენ პოლიტიკოსებზე ზეწოლას. გარემოსდამცველმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა ამის შესახებ შეხვედრის გარეთ ისაუბრა.
“COP26-ის შეხვედრაზე უბრალოდ პოლიტიკოსები და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არიან, რომლებიც ვითომ სერიოზულად აღიქვამენ ჩვენს მომავალს და იმ ადამიანების აწმყოს, რომლებიც უკვე დაზარალდნენ კლიმატის ცვლილებების გამო. ცვლილება ამ შეხვედრით არ დაიწყება. ის არაა ლიდერობა. აი, ასე გამოიყურება ნამდვილი ლიდერობა”, – ამბობს გრეტა ტუნბერგმა.
მას შეუერთდნენ სხვა აქტივისტებიც, რომელთაც თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “ჩვენ გიყურებთ” და “არ არსებობს პლანეტა B”, მათი გზავნილი იყო ის, რომ ლიდერებს უფრო სერიოზულად ემსჯელათ კლიმატის ცვლილებისა და მის შედეგების შესახებ.