მთავარიმსოფლიოკლიმატის პოლიტიკა

კლიმატის პოლიტიკა

დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედება აუცილებელია, მაგრამ ცოტა სახელმწიფო თუ არის მზად აიღოს პასუხისმგებლობა.

იტალიის პრემიერ – მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები ქვანახშირის მოხმარების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

“ რა არის ამ სამიტის მთავარი წარმატება? დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ რომ მსოფლიოს მასშტაბით, დათბობის საშუალო მაჩვენებელი ერთი მთელ ხუთ მეათედს არ უნდა გადაცდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ ქვანახშირი უკან მოვიტოვოთ და საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა ქვანახშირის ახალი საბადოების დაფინანსების შემცირების შესახებ.“ – განაცხადა იტალიის პრემიერ – მინისტრმა მარიო დრაგიმ.

დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერები გლაზგოში კლიმატის კონფერენციაზე ხელცარიელი არ ჩასულან, მაგრამ რომში დიდი ოცეულის სამიტზე ეკოლოგიურ საკითხებზე შეთანხმების ფონზე, გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მეტს ელოდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით კი დამატებითი მოლაპარაკებების გარეშე პარიზის შეთანხმება უსარგებლოა.

„გლაზგოში შეთანხმება თუ ვერ მოხერხდება მთელი პროცესი ჩაიშლება. პარიზის შეთანხმება ერთადერთი ინსტრუმენტია ჩვენს ხელში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მომენტისათვის კი პარიზის ხელშეკრულება მხოლოდ ფარატინა ფურცელია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

პარიზის შეთანხმების ფონზე დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ გაფორმებული ახალი შეთანხმება მიზნად ისახავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით დათბობის საშუალო მაჩვენებელი ერთი მთელ ხუთ მეათედს არ უნდა აღემატებოდეს.

დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოები ასევე შეთანხმდნენ ქვანახშირზე მომუშავე საწარმოებისათვის დაფინანსების შეწყვეტაზეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend