მთავარი ევროპა საფრანგეთი შოკოლადის ბაზრობა პარიზში

შოკოლადის ბაზრობა პარიზში

პარიზში შოკოლადის ბაზრობის გახსნის პირველ დღეს მოდელები ჩვენებაზე შოკოლადისგან დამზადებული კაბებით გამოვიდნენ.

გასული წლის ჩვენება COVID-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა, ამის გამო ოთხშაბათს წარმოდგენილი 10 ნამუშევარი კიდევ უფრო განსაკუთრებულია შემქმნელებისათვის.

ჩვენების გარდა ბაზრობაზე მისულ სტუმრებს უამრავი სახალისო წარმოდგენა ელოდებათ. ბაზრობაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვონ ინოვაციური საკონდიტრო ნაწარმი. ბაზრობაზე მონაწილეობას 700-მდე შოკოლადის დამზადების ოსტატი იღებს.

შოკოლადის დამზადების ოსტატმა ვინსენტ გერლეიმ განაცხადა, რომ ბაზრობა ყოველთვის საკურორტო სეზონის დაწყებასთან იყო დაკავშირებული. ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი საქმე აქვთ შოკოლადის მწარმოებლებს.

„შოკოლადის კაბის მთავარი სირთულე ტემპერატურის პრობლემაა, რადგან შოკოლადს სხეულის სითბო მალე ადნობს. ჩვენ შევიმუშავეთ ტექნიკა, რომლის საშუალებითაც შოკოლადი დიდხანს ძლებს, ნაკლებად მოქმედებს მასზე სხეულის ტემპერატურა, შესაბამისად, ნამუშევრებიც არ დნება“, – თქვა ვინსენტ გერლეიმ.

ბაზრობა მომავალ ოთხშაბათამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend