მთავარიაზიაისრაელიმდინარე იორდანეს სანაპიროზე საცხოვრებელი სახლები აშენდება

მდინარე იორდანეს სანაპიროზე საცხოვრებელი სახლები აშენდება

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 1 355 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა და უახლოეს მომავალში კიდევ 3 000 სახლის მშენებლობას გეგმავს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი დიდი ხანია მხარს უჭერს ებრაულ დასახლებებს დასავლეთ სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას კვირის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა, ისრაელის პრემიერი კი აცხადებს, რომ ცდილობს დააბალანსოს კარგი ურთიერთობა თეთრ სახლთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან.

დასავლეთ სანაპიროზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

,,ახლა ყველამ იცის, რომ ეს არ არის ცვლილებების მთავრობა, მაგრამ ეს არის მთავრობა იგივე პოლიტიკით რაც ნეთანიაჰუს ჰქონდა, მასაც სურდა ოკუპაციის კიდევ უფრო გამწვავება და მეტი დასახლებების აშენება“, – განაცხადა განსახლების საწინააღმდეგო ჯგუფის წარმომადგენელმა ჰაგიტ ოფრანიმ.

პალესტინელები განიხილავენ დასახლებებს, როგორც მშვიდობის მთავარ დაბრკოლებას და მათი უმეტესობა ამ გადაწყვეტილებას  უკანონოდ მიიჩნევს.

ისრაელი განიხილავს დასავლეთ სანაპიროს, როგორც ებრაელი ხალხის ბიბლიურ და ისტორიულ კერას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend