მთავარიამერიკააშშაშშ-ში მესამე გენდერის აღნიშვნით პირველი პარსპორტი გაიცა

აშშ-ში მესამე გენდერის აღნიშვნით პირველი პარსპორტი გაიცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი პასპორტი გასცა “X” სქესის ანუ მესამე გენდერის აღნიშვნით.

აშშ-ის პირველი მოქალაქე, რომელმაც ეს პასპორტი აიღო დანა ზიმია, ინტერსექსუალი ადამიანი. იგი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპია იმ ადამიანების უფლებების აღიარებისთვის, რომლებიც არ არიან იდენტიფიცირებულნი მამაკაცად ან ქალად. სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაამატა აღნიშვნა არაბინარული, ინტერსექსუალი და გენდერული შეუსაბამობის მქონე ადამიანებისთვის.

ივნისში სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში შეეძლებათ საკუთარი სურვილით ჩაწერონ სქესი ისე, რომ სამედიცინო სერტიფიკატი საჭირო არ იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend