მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიის პრეზიდენტს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებენ ბრალს

ბრაზილიის პრეზიდენტს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებენ ბრალს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ პანდემიის არასათანადო მართვის გამო შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგეს.

ბრაზილიის ფედერალური სენატის კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომიტეტის წევრები რეკომენდაციას უწევენ გენერალურ პროკურატურას, რათა ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ჟაირ ბოლს

ონარუს ასევე ბრალად ედება პანდემიასთან დაკავშირებით ყალბი ამბების გავრცელება და სახელმწიფო ბიუჯეტის არასათანადოდ გამოყენება, რაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად არის შეფასებული.

ბრაზილია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

არსებული ინფორმაციით, ბრაზილიაში ვირუსს 600 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთანავე, ჟაირ ბოლსონარუ პანდემიის დაწყების დღიდან ეწინააღმდეგება ვაქცინაციის პროცესს. იგი დაუპირისპირდა ადგილობრივ ლიდერებსაც, რომლებსაც ქვეყანაში კორონავირუსის შეჩერება სურდათ.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ თითქოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები იწვევს შიდსს.

ბოლსონარუ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მან განმარტა, რომ ყველა მისი ქმედება, მათ შორის ის, რომ პანდემიის პერიოდში შეზღუდვები არ დააწესა, მიზნად ისახავდა ღარიბი მოსახლეობის დაცვას უფრო დიდი გაჭირვებისგან.

გაასამართლებენ თუ არა ბოლსონარუს, ჯერჯერობით უცნობია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა უნდა მიიღოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend