მთავარისაქართველოროგორ უმკლავდება ტურიზმის სფერო პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს

როგორ უმკლავდება ტურიზმის სფერო პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს

საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომლებიც ტურიზმის სფეროში საქმიანობდნენ კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა.

ეკონომიკური აქტივობით სექტორი 2020 წლის მარტიდან თითქმის 100 პროცენტით შემცირდა, ფაქტობრივად განულდა.

2021 წელს კი სხვადასხვა კვლევებით, 31%-იან აღმავლობას მიაღწია. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 87,5%-ით შემცირდა. საქართველოში ოფიციალური მონაცემით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი. თუმცა, მათი რიცხვი არაფორმალური დასაქმების ხარჯზე გაცილებით მეტი უნდა იყოს.

2021 წლის 8 თვის შედეგებით ჯამურად ტურისტული ვიზიტები 75%-ით ნაკლებია, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის წყალობით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს და ორგანიზაციებს გარკვეული შეღავათები მიეცათ, თუმცა მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ამან მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო.

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ტურიზმის სექტორს მშპ-ს მნიშვნელოვანი წილი – დაახლოებით 12% უჭირავს.

ექსპერტების აზრით, ამ ეტაპზე ნაადრევია ტურიზმის სრულად აღდგენის პერსპექტივებზე მსჯელობა.

საქართველოში ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან. ტურისტების რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები ერთად აღებული.

კვლევითი ორგანიზაცია „კოლიერს საქართველოს“ მიერ მომზადებული ანალიზისა და დასკვნის მიხედვით, 2019 წლის მაჩვენებლებს საქართველოში ტურიზმის სექტორი და საერთოდ ეკონომიკა, სავარაუდოდ 2025 წლისთვის მიაღწევს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend