მთავარიამერიკააშშსოტბის აუქციონზე პიკასოს 11 ნამუშევარი გაიყიდა

სოტბის აუქციონზე პიკასოს 11 ნამუშევარი გაიყიდა

ლას-ვეგასში სოტბის აუქციონზე  ესპანელი მხატვრის პიკასოს 11 ნახატი გაიყიდა. გაყიდული ნახატების ჯამურმა ღირებულებამ 109 მილიონი დოლარი შეადგინა. ღონისძიება ბელაჯიოს სამორინესა და სასტუმროში გაიმართა.

აუქციონზე გამოტანილი ნახატებიდან ყველაზე ძვირად გაიყიდა  ნამუშევარი, სახელწოდებით  „ქალი წითელ-ნარინჯისფერი ბერეტით“ – ეს  მარია-ტერეზა ვალტერის ერთ-ერთი უკანასკნელი პორტრეტია. როგორც ცნობილია, პიკასოს მასთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, როდესაც მარია ტერეზა 17 წლის იყო. იგი პიკასოს ბევრი ნამუშევრის შთაგონების წყარო გახდა.

შედევრი, რომელიც 1938 წელს შეიქმნა, თითქმის 41 მილიონ დოლარად გაიყიდა, თუმცა მის საწყის ფასს 20-30 მილიონ დოლარამდე ვარაუდობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend