მთავარიმსოფლიოევროპადიდ ბრიტანეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 40 000 შემთხვევამდე მერყეობს

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 40 000 შემთხვევამდე მერყეობს

კორონავირუსი და ევროპა

დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სისტემა რთულ მდგომარეობაშია, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 40 000 შემთხვევამდე მერყეობს. მთავრობა ჯერჯერობით არ აწესებს ახალ შეზღუდვებს, ქვეყანაში არც პირბადის გამოყენებაა სავალდებულო და არც სახლიდან მუშაობა. მთავრობა იმედს ვაქცინაციის პროგრამაზე ამყარებს. შაბათს კი რეკორდულად ბევრმა – 325 000-მა ადამიანმა გაიკეთა ე.წ. „ბუსტერ დოზა“, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ვირუსის დასამარცხებლად მხოლოდ ვაქცინაციის პროგრამა საკმარისი არ იქნება.

დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტის წევრი ადამ ფინი მოსახლეობას ურჩევს,  გაითვალისწინოს არსებული ვითარება და თავი აარიდოს დახურულ სივრცეში მასობრივ შეკრებებს. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიყენონ პირბადეები. მისი თქმით, ეს ყველაფერი ახლავე უნდა გაკეთდეს, რომ  ვითარება გაკონტროლდეს და ზამთრის მოახლოებასთან ერთად აირიდონ მოსალოდნელი კატასტროფა.

გერმანიაში კი მსოფლიო ჯანდაცვის სამიტზე ჯანმოს ხელმძღვანელმა ბევრი ისაუბრა, თუ როგორ მართავენ პანდემიის პროცესს.

როგორც ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, პანდემია მაშინ დასრულდება, როცა ამას მსოფლიო გადაწყვეტს. ამისათვის მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნიათ, თუმცა, მისი აზრით, მსოფლიომ ეს შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოიყენა.

ამავდროულად, რუმინეთმა, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია, გაააქტიურა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომლის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუმინეთისთვის კოვიდთან გასამკლავებლად საჭირო ინვენტარსა და მედიკამენტებს აგზავნიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend