მთავარიმსოფლიოპეკინსა და ვაშინგტონს შორის ტაივანის გამო ვითარება იძაბება

პეკინსა და ვაშინგტონს შორის ტაივანის გამო ვითარება იძაბება

პეკინი VS ვაშინგტონი

ტაივანის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის სათავეში ექცევა.

ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით აღმავალი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სეპარატისტული კუნძულის დაბრუნებისთვის უფრო და უფრო ხისტ მიდგომას ირჩევს. თვის დასაწყისში პეკინმა რეკორდული რაოდენობის სამხედრო საჰაერო ხომალდები გააგზავნა ტაივანის საჰაერო სივრცეში. ამ დაძაბული ატმოსფეროს ფონზე ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტაივანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალზე ტაივანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გართულებული ურთიერთობები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ კუნძულის დაცვის შესახებ გაცემული საჯარო გარანტიების ფონზე, თავდაცვის მდივანი ოსტინის თქმით, ტაივანის სრუტეში კონფლიქტი არავის სურს.

„არავის სურს ტაივანის სრუტეში არსებული პრობლემების გართულება. ეს არ სურს პირველ რიგში პრეზიდენტ ბაიდენს და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება მას ეს სურდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ტაივანის მხარდაჭერას, მისი თავდაცვის შესაძლებლობების ამაღლების მიზნით“, – აცხადებს აშშ – ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ლოიდ ოსტინი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული ყველა დავა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოგვარდეს.

“რეგიონში არსებული ყველა დავა და უთანხმოება პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისი შეუძლებელია.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მოვუწოდებთ ეგრეთ წოდებული ერთი ჩინეთის პრინციპს მისდიოს. ვაშინგტონი კარგად უნდა დაფიქრდეს განცხადებების გაკეთებისას და ქმედებისას, ვაშინგტონმა არ უნდა დაუშვას ტაივანში სეპარატისტულ ძალებისათვის მცდარი სიგნალების გაგზავნა”, – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ვანგ ვენ ბინი.

1949 წელს ჩინეთში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, დამარცხებული ნაციონალისტური მთავრობა ჩან კაი შეკის მეთაურობით ტაივანში გადაბარგდა.

ტავიანი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ტაიპეი ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოკავშირეა აზიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend