მთავარიკუბიფეისბუკი სახელის შეცვლას გეგმავს

ფეისბუკი სახელის შეცვლას გეგმავს

გამოცემა The Verge სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია ფეისბუკი აპირებს ოფიციალური სახელის შეცვლას, თუმცა რას დაარქმევენ კომპანიას, ეს ჯერ კიდევ საიდუმლოა. კომპანიის  ხელმძღვანელობის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც არ იცის ჯერ ამის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუკის გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი ყოველწლიურ კონფერენცია „ქონექტზე“ 28 ოქტომბერს გამოაცხადებს.

როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, სახელის ცვლილება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ტექნოლოგიური გიგანტი საქმიანობის ველს გააფართოებს. მათ აღარ სურთ, რომ ფეისბუკი მხოლოდ სოციალურ ქსელთან და მასთან დაკავშირებულ სკანდალებთან იყოს გაიგივებული. სავარაუდოდ, კომპანიის რებრენდიგით, ფეისბუკი იქნება ის ერთ-ერთი პლატფორმა, რომელსაც კომპანია ინსტაგრამ, ვოტსაპ და ოკულუსთან ერთად ფლობს.

კომპანია ფეისბუკში მუშაობს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, რომლებიც ქმნიან ახალ პროდუქციას. მაგალითად, მათ შექმნეს ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელიც, ცუკერბერგის აზრით, ისეთივე ჩვეულებრივი პროდუქტი გახდება, როგორიც სმარტფონია.

გასულ ზაფხულს ფეისბუკმა შექმნა სპეციალური გუნდი, რომელიც ე.წ. მეტასამყაროს შექმნაზე მუშაობს, ხოლო რამდენიმე დღის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ კიდევ ათი ათასამდე თანამშრომლის დასაქმებას აპირებს, რათა მათ მეტასამყარო უკვე ევროპაში შექმნან. მეტასამყარო ეს ის ტერმინია, რომელსაც სულ უფრო ხშირად იყენებენ ტექნოლოგიური კომპანიები. მეტასამაყარო ინტერნეტის განვითარების ახალი ეტაპია, ერთგვარი ციფრული სამყარო, რომელიც ფიზიკურ და ვირტუალურ რეალობას აერთიანებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend