მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

კორონავირუსი ევროპაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას ევროპა ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.  გამოვლინდა შემთხვევათა 7-პროცენტიანი ზრდა. გასული დღეების განმავლობაში ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა იყო ცენტრალურ ევროპაში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

პოლონეთში ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყანაში შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მაისის შემდეგ, პირველად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბრიტანეთში მოსახლეობას ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აცრისკენ მოუწუდებენ. მთავრობა აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ზამთრის პერიოდში დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 100 000-ს  გადასცდეს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი აღნიშნავს,  რომ უმოქმედობა დაუშვებელია, რადგან კოვიდი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში ჯერ კიდევ წინა წელს ამოქმედდა, ამით მათ ერთგვარი რბოლა გამართეს ვაქცინასა და ვირუსს შორის. საჯიდ ჯავიდი ამბობს, რომ ჯერჯერობით წინ მიიწევენ, თუმცა ვირუსიც არ არის მათგან შორს. ბრიტანელებმა გრძელი გზა განვლეს და ახლა, როდესაც ზამთარია წინ, არ აქვთ მოშვების უფლება.

დიდ ბრიტანეთში ჯერჯერობით არ აპირებენ ახალი შეზღუდვების დაწესებას. თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა ევროპის სხვა რეგიონებში. ჩეხეთის მთავრობა, ევროპის რამდენიმე ქვეყნის მსგავსად, შემთხვევათა მატების გამო მორიგ შეზღუდვებს აწესებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend