მთავარიამერიკააშშკოლინ პაუელის გარდაცვალებას აშშ-ის ლიდერების ეხმაურებიან

კოლინ პაუელის გარდაცვალებას აშშ-ის ლიდერების ეხმაურებიან

COVID-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე კოლინ პაუელი. იგი 84 წლის იყო.

“ჩვენ დავკარგეთ გამორჩეული და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი”, – წერს პაუელის ოჯახი ფეისბუკზე.

კოლინ პაუელის გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც გამოეხმაურნენ.

„ის არ იყო მხოლოდ ძვირფასი მეგობარი და პატრიოტი, იგი ჩვენი ერთ-ერთი დიდი სამხედრო ლიდერი და უაღრესად წესიერი ადამიანი გახლდათ. კოლინ პაუელი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საგარეო პოლიტიკისა და სახელმწიფო მოღვაწეობის სფეროებშიც. ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არასდროს დააკნინოთ სხვისი გაკეთებული საქმე”, – აცხადებს ჯო ბაიდენი

“თქვენ იცით, რომ ის არის პირველი ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გახდა, იყო მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, იყო სახელმწიფო მდივანიც. იგი ბევრი ადამიანისთვის იყო შთაგონების წყარო“, – იხსენებს კამალა ჰარისი.

კოლინ პაუელის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს თეთრი სახლი. როგორც პაუელის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი იუწყება, მას ვაქცინაციის სრული კურსი ჰქონდა ჩატარებული.

“ეს გულისამაჩუყებელი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. ეს არის უკიდურესად იშვიათი შემთხვევა, როდესაც ვირუსით სრულად აცრილი ადამიანები იღუპებიან. ხანდაზმულებსა და იმ ადამიანებში, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, იშვიათად, მაგრამ მაინც გვაქვს ასეთი ტრაგიკული შემთხვევები. თუმცა ხალხმა უნდა გააცნობიეროს ის, რომ არავაქცინირებულ ადამიანს, სრულად აცრილ პირთან შედარებით, COVID -19– ით სიკვდილის 10 -ჯერ მეტი რისკი აქვს”, – მიიჩნევს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.

პაუელს 1989-დან 1993 წლამდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა. სახელმწიფო მდივანი კი 2001-05 წლებში იყო. იამაიკელი ემიგრანტების შთამომავალი, პაუელი იყო პირველი აფრიკელი ამერიკელი, რომელმაც ამ ორ პოზიციაზე იმუშავა. რესპუბლიკელთა რამდენიმე ადმინისტრაციაში მსახურობისას პაუელმა მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend