მთავარიაზიაირანიქალაქ შეჰრეზას ლითონის ზოოპარკი

ქალაქ შეჰრეზას ლითონის ზოოპარკი

შეჰრეზას ზოოპარკში გალიებში გამოკეტილ ცხოველებს ვერ ნახავთ. ლითონის ზოოპარკის მოსაწყობად ორი ირანელი ძმა მუშაობდა. ზოოპარკში ცხოველების ნაცვლად მათი ლითონის ქანდაკებების ნახვა არის შესაძლებელი.

ძმები ლითონს ჯართიდან იღებენ. ამით ისინი გარემოს დაბინძურებისგანაც იცავენ. აქ შეხვდებით ლამას, რომელიც ჯართში ჩაბარებული მანქანის ნაწილებისგან არის აწყობილი, ნიანგს, რომელსაც კბილების ნაცვლად ჭანჭიკები აქვს და კუს, რომელსაც ბაკნის ნაცვლად მანქანის გადაბმულობის დისკი აქვს.

ზოოპარკის ერთ-ერთი მომწყობი 39 წლის ეჰსანია. იგი პროფესიით თეატრის რეჟისორია, თუმცა მისი ნამდვილი გატაცება მანქანის ნაწილებისგან ქანდაკებების კეთებაა. მასალის საპოვნელად იგი თავის ძმასთან ერთად ხშირად სტუმრობს ჯართის ჩასაბარებელ პუნქტებს.

„ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე და მათი უფლებებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ტრადიციულ ზოოპარკებს და მათ ცხოველების ციხეებად მივიჩნევთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ავაშენოთ ზოოპარკი ჯართის ნაწილებისგან. ამით ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს ზოოპარკების წინააღმდეგ, ამავდროულად, ჯართის გადამუშავებაში ვიღებთ მონაწილეობას“, – ამბობს მოქანდაკე ეჰსან საანეი.

ეჰსანი და მისი ძმა სოჰეილ ზოოპარკის მოსაწყობად 15 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ ჯართისგან 30 ცხოველის ქანდაკება შექმნეს. მოქანდაკეებს პროექტის განხორციელებაში ქალაქ შეჰრეზას მუნიციპალიტეტი დაეხმარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend