მთავარიკუბიფეისბუკი: ბოლო სამი წლის განმავლობაში სიძულვილის ენის გავრცელება პლატფორმაზე 50%-ით შემცირდა

ფეისბუკი: ბოლო სამი წლის განმავლობაში სიძულვილის ენის გავრცელება პლატფორმაზე 50%-ით შემცირდა

ფეისბუკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პლატფორმაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში სიძულვილის ენის გავრცელება 50 პროცენტით შემცირდა და მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ტექნოლოგიის უუნარობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კომპანია ფეისბუკის ერთ-ერთი წარმომადგენელი გაი როუზენი ფეისბუკის საინფორმაციო ბლოგში განმარტავს, მათ, ასევე მომხმარებლებსა და რეკლამების დამკვეთებს, არ სურთ თავიანთ პლატფორმაზე ადამიანებმა სიძულვილი გამოხატონ. როუზენი აღნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა, იდეალურად არ მუშაობენ, თუმცა მუდმივად ცდილობენ განვითარებას. შედეგი ბოლო სამი წლის განმავლობაშიც გამოჩნდა.

ფეისბუკის ადმინისტრაციის მტკიცებით, პლატფორმაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში სიძულვილის ენის შემცველი პოსტების რაოდენობა 50%-ით არის შემცირებული. ეს წერილი, როგორც ჩანს, „უოლ სტრიტ ჯურნალის“ მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატიის პასუხია.

სტატია ეყრდნობა ფეისბუკის ორ შიდა დოკუმენტს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ორი წლის წინ ფეისბუკმა შეამცირა დრო, რომელიც სიძულვილის ენის გამოხატვასთან დაკავშირებული საჩივრების გასაანალიზებლად იყო გამოყოფილი. მათ ასევე შეიტანეს ცვლილება ისე, რომ ტექნოლოგიურად შემცირებულიყო საჩივრების რაოდენობა. ამის გამო ბევრს ეგონა, რომ ფეისბუკის ხელოვნური ინტელექტი წარმატებით მუშაობდა, თუმცა ეს ასე არ იყო.

„უოლს სტრიტ ჯურნალი“ ბოლო კვირების განმავლობაში ფეისბუკთან დაკავშირებით თითქმის ყოველ კვირას ავრცელებს სტატიებს, რომლებიც ფეისბუკის ყოფილმა თანამშრომელმა ფრენსის ჰაუგენმა მიაწოდა. ჰაუგენი აშშ-ის სენატის წინაშეც წარდგა და განაცხადა, რომ კომპანია ფეისბუკში ძალიან კარგად იციან იმ უარყოფითი გავლენის შესახებ, რომელსაც ინსტაგრამი იწვევს მოზარდებზე. ამასთან, მათ აქვთ უსაფრთხოების სუსტი სისტემა და ალგორითმებს სიძულვილის ენის შემცველი კონტენტის მხოლოდ მცირე ნაწილის პოვნა შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend