მთავარიმსოფლიოევროპაბრიუსელში საჯარო სივრცეებში კოვიდსაშვების წარდგენა სავადებულო ხდება

ბრიუსელში საჯარო სივრცეებში კოვიდსაშვების წარდგენა სავადებულო ხდება

დღეიდან, 15 ოქტომბრიდან იტალიაში მკაცრად გაკონტროლდება კორონავირუსის საშვთან დაკავშირებული წესები. ყველა დასაქმებულს სამუშაო ადგილზე შესასვლელად ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვება.

იტალიაში უკვე არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქცია ე.წ. „მწვანე საშვის“ წინააღმდეგ. რეგულაციებმა და მუშახელის რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა, სირთულეები შეუქმნას ბიზნესის წარმომადგენელებს, რაც, სავარაუდოდ, პროტესტის მორიგ ტალღას გამოიწვევს.

საფრანგეთში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად კოვიდტესტები ფასიანი ხდება. საფრანგეთში საშვის წარდგენა სავალდებულოა საჯარო სივრცეებში და მისი აღება სრულად აცრის ან კოვიდტესტის გაკეთების შემთხვევაშია შესაძლებელი.

დღეიდან ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელში, საჯარო სივრცეებში სავალდებულო ხდება ჯანმრთელობის დამადასტურებელი საშვის წარდგენა. სამხრეთ რეგიონში, ვალონიაში ახალი განკარგულება 1 ნოემბერს შევა ძალაში. ეს რეგულაციები ჯერჯერობით არ მოქმედებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend