მთავარიამერიკააშშვაშინგტონში დიდი ოცეულის, დიდი შვიდეულისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები შეიკრიბნენ

ვაშინგტონში დიდი ოცეულის, დიდი შვიდეულისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები შეიკრიბნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის, დიდი ოცეულისა და დიდი შვიდეულის ლიდერები ვაშინგტონში ეკონომიკურ გეგმებზე სასაუბროდ შეხვდნენ.

პანდემიის დასასრული თითქოს ახლოვდება, თუმცა ჩაკეტვებმა და შეზღუდვებმა შეასუსტეს მიწოდების ჯაჭვები, რამაც შესაძლოა, ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაართულოს  კრიზისიდან გამოსვლა.

იტალიის ბანკის მმართველის იგნასიო ვისკოს განცხადებით, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს იმაზე, რომ პანდემიის გამო მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. მისი აზრით, ეს პრობლემები დროთა განმავლობაში მოგვარდება, თუმცა ამისთვის ცენტრალური ბანკები უნდა დააკვირდნენ ფასების დინამიკას და გააგრძელონ მონეტარული პოლიტიკის გატარება.

ზოგიერთი კი მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საუბრობს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი აღნიშნავს, რომ ნედლეულის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები და შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები ის რისკებია, რომლებიც ხელს უშლის მომავალ თვეებსა და წლებში ეკონომიკურ ზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი კი, ყველაფრის მიუხედავად, ინარჩუნებს თავის თანამდებობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend