მთავარისაქართველოთავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

ადგილზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებული აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა. სწორედ ამ სცენიდან მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები.

მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend