მთავარიევროპალატვიაკორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო ლატვიაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო ლატვიაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ლატვიაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალია. ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა საჯარო დაწესებულებაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს კი 15 ნოემბრიდან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებათ. ლატვიაში დღეში კორონავირუსის 1 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვაქცინის ორივე დოზით ქვეყანაში მოსახლეობის 48%-ია აცრილი.

კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია რუსეთშიც.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 28000-ით გაიზარდა,  გარდაიცვალა  973 ადამიანი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან.  რუსეთში ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, კრემლი ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვას არ აპირებს, თუმცა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთში მოსახლეობის 31%-ია ორივე დოზით აცრილი.

ამასთანავე, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო უკვე განიხილავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ე.წ. „ბუსტერ დოზის დამტკიცებას. ხუთშაბათსა და პარასკევს შეიკრიბებიან ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რათა გადაწყვიტონ, რამდენად აუცილებელია  „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი მოქალაქეებისთვის დამატებითი დოზა. საბჭო ასევე განიხილავს, როდის და კონკრეტულად ვისთვის იქნება საჭირო მესამე დოზა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend