მთავარისპორტიგამარჯვება 9 წლის შემდეგ

გამარჯვება 9 წლის შემდეგ

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა მატჩში კოსოვო 2:1 დაამარცხა. ბოლოს ამ ტურნირზე საქართველომ გამარჯვება 9 წლის წინ მოიპოვა. გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩის მოგების შედეგად საქართველომ ჯგუფში ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

“ბათუმში კოსოვოსთან  მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომლის მოგებაც ძალიან გვსურდა. საშინაო დაპირისპირების წაგება ყოველთვის ძალიან ცუდია. დღეს მოპოვებული სამი ქულა ვთვლი, რომ ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია. რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ფეხბურთელები სრულად მიყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა,” – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.

დასკვნით შეხვედრას ქართველები 11 ნოემბერს შვედეთის წინააღმდეგ გამართავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend