მთავარი საქართველო 3+3 ფორმატი და საქართველო

3+3 ფორმატი და საქართველო

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაწყებული გეოპოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელდება.

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფონზე, ირანელმა და რუსმა დიპლომატებმა ეგრეთ წოდებული ექვსეულის ფორმატის შექმნის სურვილის შესახებ კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადეს.

ეგრეთ წოდებული ექვესეულის ფორმატი, როგორც ამას მოსკოვში აცხადებენ, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის საკითხების შესახებ იმუშავებს.

ექვსეულის ფორმატის იდეა რეალობად ქცევის შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში ცვლილებების მომტანია.

ამ ფორმატის არსის, მიზნებისა და საქართველოს შესაძლო როლის შესახებ სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია მოიწვია.

მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის ფონზე, საქართველოს მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნდებოდეს მოკავშირე სახელმწიფოებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, იქნება ეს ორმხრივ ფორმატში მაგალითად, ვაშინგტონთან თუ მრავალმხრივ ფორმატში ნატოსა და ევროკავშირის თვალსაზრისით.

 

უახლესი

სხვა ამბები

საქართველოსაქართველო

Send this to a friend