მთავარიევროპაპოლონეთივარშავა VS ბრიუსელი

ვარშავა VS ბრიუსელი

პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთის კონსტიტუცია ევროკავშირის რიგ კანონებზე მაღლა დგას. ქვეყნის მემარჯვენე მთავრობის კრიტიკოსები შიშობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა ქვეყნის ევროკავშირის რიგებიდან გამოსვლა გამოიწვიოს. პოლონეთის მოქალაქეები მთავრობას აკრიტიკებენ.

„პოლონეთის ევროკავშირის რიგებიდან გაყვანის პროცესი საიდუმლოდ მიმდინარეობს. 17 წლის წინ ჩვენმა საზოგადოებამ რეფერენდუმის გზით აირჩია ევროკავშირის წევრობა. მე ყელში ამომივიდა ჩვენი მთავრობის მიერ საერთო ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა. ეს ჩემი სიმბოლოა, მე პოლონელი ვარ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ევროპელი“, – ამბობს აქციის მონაწილე რობერტ გალემბა.

ათასობით მოქალაქე ვარშავის ცენტრში აქციაზე სკანდირებდნენ –  “ჩვენ ვრჩებით”.

აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში პლაკატებიც ეჭირა წარწერით –  “ჩვენ ევროპელები ვართ”, ზოგი მოქალაქე კი ბრიუსელს აკრიტიკებს.

„ეს კავშირი არ არის, ეს ბრიუსელში მსხდომი ბიუროკრატები არიან. განმარტეთ რა არის კავშირი და რას აკეთებენ ბრიუსელში? ეს ხალხი ხომ წევრი სახელმწიფოების მიერ არჩეული არ არიან? მე არ ვიცი ისინი საიდან მოვიდნენ. ისინი ისეთ საკითხებს განიხილავენ, რაც მათ არ ეხებათ, მათ უფრო და უფრო სურთ, ჩვენს საქმეებში ჩარევა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. საკონსტიტუციო სასამართლო პოლონეთში უმაღლესი სამართლებრივი ორგანოა”, – ამბობს აქციის მონაწილე ზუგმუნტ მიერნიკი.

დონალდ ტუსკი, ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსანი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი საპროტესტო აქციის ორგანიზატორია, მისი თქმით საპროტესტო გამოსვლის მიზანი ევროკავშირის რიგებში პოლონეთის დარჩენის უზრუნველყოფაა.

დონალდ ტუსკმა მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი გააკრიტიკა. ის უკანასკნელი 6 წელია, ბრიუსელის მიერ ქვეყნის სასამართლო სისტემის კონტროლი გამო კონფლიქტშია.

დონალდ ტუსკი, პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ პრეზიდენტი :

“რა მიზეზით შევიკრიბეთ ჩვენ ყველანი დღეს აქ? ეს ფსევდო-სასამართლო და მოსამართლის მანტიებით გამართული მასკარადია. ამ პროცესს კი მმართველი პარტიის ლიდერი წარმართავს. ეს კონსტიტუციის დარღვევაა და მათ პოლონეთის ევროკავშირის რიგებიდან გაყვანა განიზრახეს. ჩვენ კარგად ვუწყით იმის შესახებ, რომ მათ ევროკავშირის დატოვება სურთ. მთავრობა უსირცხვილოდ არღვევს მოქალაქეთა უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს. სწორედ ამაშია საქმე.”

იაროსლავ კაჩინსკი კი უარყოფს, რომ მისი მიზანი ევროკავშირის რიგების დატოვებაა. მიუხედავად ამისა, მისი პარტიის ზოგიერთი ლიდერის მიერ გამოყენებული ფრაზები სწორედ ამის მანიშნებელია.

საზოგადოებრივი არხი, რომელიც პრო-სამთავრებო მედია საშუალებად ითვლება, საუბრობს პოლონეთის კონსტიტუციაზე თავდასხმაზე.

ნობელის პრემიის მფლობელმა,პოლონეთის ყოფილმა ლიდერმა და ცნობილმა დისიდენტმა, ლეხ ვალენსამ მოსახლეობას გდანსკში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით მიმართა და მთავრობას ანტი – დემოკრატიულ საქმიანობაში დასდო ბრალი.

პოლონეთში ევროკავშირის წევრობა პოპულარული მოვლენაა.

ევროკავშირის წევრობის საფუძველზე მოსახლეობას ევროპაში თავისუფალი მიმოსვლისა და დიდი ეკონომიკური ტრანსფორმაციის საშუალება მიეცა. პოლონეთში კომუნისტური მმართველობა 1989 წელს დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend