მთავარისაქართველორომ არ განმეორდეს ტრაგედია

რომ არ განმეორდეს ტრაგედია

11 ოქტომბერს საქართველოში დროშები დაეშვა. გლოვის დღეა… რვა ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში, საცხოვრებელი სახლის მთელი სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ. ქალები, კაცები, ბავშვები…

სამაშველო ოპერაცია მძიმე ტექნიკის გარეშე დაიწყო… ერთი მცირეწლოვანი, ნანგრევებში მოყოლილი ავტომანქანიდან მალევე ამოიყვანეს. ბავშვი გადარჩა… შემდეგ ქალიც იპოვნეს, მძიმედ დაშავებული იყო… სულ რაღაც  რამდენიმე საათს იცოცხლა. კიდევ ერთი მსხვერპლი გამოიყვანეს ნანგრევებიდან ცოცხალი. სასწაულებრივად გადარჩენილი მამაკაცი ახლა სიცოცხლისათვის იბრძივს…

სამაშველო ოპერაცია 29 საათს გაგრძელდა.  400-ზე მეტი მაშველი იბრძოდა ადამიანების გადარჩენისთვის. ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანი იყო.

საქმე აღიძრა. გამოძიების ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა. დააკავეს ერთ-ერთი ბინის  მესაკუთრე და 2 მშენებელი. მათ სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და სხვისი ნივთის დაზიანება ედებათ ბრალად.

ჯერ არ გარკვეულა, რეალურად რა გახდა ნგრევის მიზეზი, რა უნდა გაკეთდეს, რომ არ განმეოდეს ტრაგედია. ჯერ არავინ იცის, კიდევ ვის შეიძლება ემუქრებოდეს თუნდაც მცირედი საფრთხე. ჯერ ისიც არავინ იცის, ეს როდის გაირკვევა…

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend