მთავარი ევროპა იტალია იტალიაში „მწვანე საშვის“ შემოღებას აპროტესტებენ

იტალიაში „მწვანე საშვის“ შემოღებას აპროტესტებენ

მას შემდეგ, რაც შაბათს იტალიაში გამართული კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, ქვეყანაში არ წყდება ულტრამემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ მოწოდებები. დაკავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის „ ფორცა ნუოვას“ ლიდერები. პარტიის წევრებს დაძაბულობისა და ძალადობის გაღვივება ედებათ ბრალად.

შაბათს გამართულ აქციაზე დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ პოლიციას და დააზიანეს შენობები. მათ შორის ვაჭრობის პროფკავშირების შტაბ-ბინა. ასევე გავრცელდა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ჩანს, რომ ზოგიერთი მომიტინგე  ნაცისტური მისალმების ფორმას იყენებდა.

ისინი ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, სამუშაო ადგილზე შესასვლელად „მწვანე საშვის“ წარდგენაა აუცილებელი.

სამსახურში „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო პარასკევიდან გახდა. საშვის მისაღებად მოქალაქეს მიღებული უნდა ჰქონდეს ვაქცინის ერთი დოზა, ან თან უნდა  ჰქონდეს გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი ან ბოლო 48 საათში PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend