მთავარი აზია ერაყი ერაყში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

ერაყში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

კვირას ერაყში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყანაში კორუფციისა და არასწორი მენეჯმენტის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები ეწყობოდა, რის შედეგადაც არჩევნები ვადაზე რამდენიმე თვით ადრე დაინიშნა.

არჩევნებზე დაბალი აქტივობა იყო, რადგან იმ აქტივისტების დიდმა ნაწილმა, რომლებიც ქუჩებში 2019 წლიდან გამოდიოდნენ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ერაყის საპარლამენტო ვადამდელ არჩევნებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობდა.

„ამ არჩევნებზე დაბალი აქტივობა ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. ეს არის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი და ვიმედოვნებ, რომ ამ გზავნილს ერაყის პოლიტიკოსები კარგად გაიაზრებენ. ამ მომენტში მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“, – თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

2019 წლის მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, პოლიციამ ცრელმსადენი გაზისა და ძალის გამოყენებით დაარბია. შეტაკებებისას 600-ზე მეტი პირი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი დაშავდა. სწორედ ამ აქციების შედეგად ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

ექსპერტების მონაცემებით კვირას გამართულ საპარალამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა იყო.

ერაყის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება, ხოლო საბოლოო შედეგები ათ დღეში გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend