მთავარიევროპაავსტრიაავსტრიის პრემიერ-მინისტრს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი შეცვლის

ავსტრიის პრემიერ-მინისტრს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი შეცვლის

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი ქვეყნის ახალი კანცლერი იქნება. მას შემდეგ, რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სებასტიან კურცს კორუფციაში დასდეს ბრალი, ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

ალექსანდერ შალენბერგი გამოცდილი დიპლომატი და ახალბედა პოლიტიკოსია.

,,ეს არის უაღრესად რთული ამოცანა.  ახალი გადაწყვეტილების მიღება არცერთი ჩვენგანისთვის არ არის მარტივი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წარმოუდგენლად დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგი.

კვირას საღამოს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობას აგრძელებს.

,,სამთავრობო კრიზისი დასრულდა. ვაპირებ, რომ მხარი დავუჭირო ახალ პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მადლობას ვუხდი სებასტიან კურცს, ამ გადაწყვეტილებით, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ინსტიტუტების დაცვაში“, – ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა.

სებასტიან კურცსა და მის გარემოცვას პროკურატურა ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ამ სკანდალმა შეარყია მის მიმართ ამომრჩეველთა ნდობაც. ამიტომ მან თანამდებობა დატოვა.

ახალი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა დღეს, 11 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend